პოლიციამ ლაგოდეხში ავტომობილების ქურდობაში ბრალდებული დააკავა

როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო ორ კვირაში„ნივისა“ და „მესრსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილები ქალაქ ლაგოდეხსა და სოფელ შრომაში მოიპარეს.