კახეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების პრობლემა კვლავ აქტუალურია
ამ მიმართულებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები საქართველოში WMTR II”. პროგრამის ფარგლებში დღეს თელავში შეხვედრა ჩატარდა, სადაც ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.
,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების” პროგრამის კომუნიკაციის მენეჯერი სალომე სულაბერიძე ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ნარჩენების სეპარაციის შესახებ არ არის ინფორმირებული. მისი თქმით, ისინი ნაგავს ადგილზე წვავენ, რომელიც მათ ჯანმრთელობასა დიდ საფრთხეს უქმნის და გარემოს აბინძურებს.
,,ჩვენი მიზანია სეპარაციისა და ნარჩენების გადამუშავების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და ამ კუთხით შექმნილი პრობლემებს გამოვლენა. გვაინტერესებს რაში შეიძლება დაეხმაროს ჩვენი ორგანიზაცია მათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგრამა “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები საქართველოში-WMTR” არის მეორე ეტაპზე და აქტიურად ვმუშაობთ სოფლებში, მაინც არის გარკვეული პრობლემები მოსახლეობის მიერ ნარჩენების სეპარირების კუთხით. ადგილობრივების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ნარჩენების გადამუშავება და რეციკლირება არ არის მნიშვნელოვანი, რაც მცდარია. სწორედ ამ შეხედულების გამო სეპარაციის ურნებს ისევ არასწორად იყენებენ, მაგალითად პლასტასის ნარჩენს ქაღალდებში აგდებენ, რაც ხელს უშლის ნაგვის გადამუშავების პროცესს‘’,– განუცხადა Knews.ge-ს სალომე სულაბერიძემ.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კახეთის რეგიონული კოორდინატორი კახა სუხიტაშვილი მიიჩნევს, რომ ნაჩენების მართვასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებასა და არსებული პროლემების მოგვარებაზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოსახლეობასთან ერთად უნდა იმუშავოს.
,,შეხვედრის ფარგლებში გვქონდა ორი საველე გასვლა. ვნახეთ თელავის ნაგავსაყრელი და მისი მუშაობის პრინციპებს გავეცანით. ასევე ვიყავით წინანდალში, სადაც ადრე სოფლის შუაგულში უკანონო ნაგავსაყრელი იყო. ადგილობრივების, ჩვენი ორგანიზაციის და თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობით ნაგავსაყრელი დასუფთავდა და ახლა აქ არის საბავშვო ბაღი. მნიშვნელოვანია, რომ გაწმენდილ ადგილებზე ნაგავსაყრელები ხელახლა არ შეიქმნას და ნარჩენები არ დაყაროს. ამისთვის აუცილებელია აღნიშნული ადგილებისთვის სხვა დატვირთვის მიცემა. შესაძლებელია ეს ადგილები გამწვანდეს ან მოეწყოს სკვერი’’,– აღნიშნა კახა სუხიტაშვილმა.
პროგრამას „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები საქართველოში WMTR II” ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.