გურჯაანში ავარიის შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია
მედიკოსების ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
სოფელ მელაანთან ავტოსაგზაო შემთხვევა 9 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიმტვრა ოთხი ავტომობილი და დაშავდა 11 მგზავრი.
,,გავლისას დავინახე, რომ დაშავებული ადამიანები ტრასაზე იყვნენ გაბნეულები. შევნიშნე მიწაზე მჯდომი ბავშვებიც, რომლებიც ტიროდნენ”, – განუცხადეს Knews.ge-ს თვითმხილველებმა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.