ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ–მუზეუმი გაიხსნა
განახლებული სახლ-მუზეუმი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ, წმ. გრიგოლ ფერაძის შთამომავლობამ და პოლონური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გახნსეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახლ-მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი.
„სახლის შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩატარდა ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და იქვე აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი.
ბაკურციხეში ხშირად ჩადიან უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევარები, ამიტომ, მოეწყო ერთგვარი სადისკუსიო სივრცე: შეხვედრების დარბაზი. ასევე, არსებული ტერიტორია მოეწყო და შემოიღობა“, – განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
პროექტის ღირებულება 396 693,00 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყო.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიზანია სახლ-მუზეუმის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა.