კახეთში ავტოავარიის შედეგად მამაკაცი დაშავდა
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი “ტოიოტასა” და “ჰონდას” მარკის ჯიპები შეეჯახა.
ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი, რომელმაც სხეულის დაზიანებები მიიღო, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში Knews.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.