ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კონკურსი, რომლის გამარჯვებულებიც იყალთოს სამონასტრო კომპლექსში დააჯილდოვეს, ქვევრის ღვინის მეოთხესაერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა.
,,კონკურსში საქართველოს გარდა ღვინოები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი ( საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია და სხვა). ის ღვინოები, რომლებმაც კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურა, წარდგენილი იქნება საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის აკვანი“ იმართება”, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების ჩამონათვალში კახეთში წარმოებული ღვინოებიც შევიდა. თელიანი ველის გლეხური, კორპორაცია ქინძმარაულის, დურუჯი ველის საფერავი, მანაველის მწვანე პრემიუმ ქვევრი, კახური ტრადიციული
მეღვინეობა, ველისციხის ვერანდას საფერავი ქვევრი და სხვა.
ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები ქართველი და უცხოელი პროფესიონალები იყვნენ, მათ შორის, ღვინის ცნობილი ამერიკელი მაგისტრი ლიზა გრანიკი.
სიმპოზიუმი ასოციაცია ,,ქართული ღვინოს“ ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის მხარდაჭერით ჩატარდა.
ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში გაიმართა.