“თუშეთში დასახლებული პუნქტების 80%–ს ინტერნეტი უკვე მიეწოდება”
მისი ინფორმაციით, თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში 4 ცენტრალური და 3 დამატებითი ანძა დაიდგა.
“ანძები დამონტაჟდა: აბანოს უღელტეხილზე, დიკლოზე, მაკრატელას მთაზე, კოკლათას მთაზე, ასევე, ზემო ომალოსა და სოფელ ალისგორში.
ზოგიერთ სოფელში, როგორიცაა ალისგორი და ჯვარბოსელი, ინტერნეტი კომუნიკაციის ერთადერთი წყაროა, რადგანაც აქ მობილური კავშირი ხელმიუწვდომელია”, – განაცხადა უჩა სეთურმა.
მისივე თქმით, ინტერნეტით სარგებლობა ფასიანია და მისი ღირებულება იქნება ისეთივე, რაც თელავშია.
„დაშორების მიუხედავად, საბაზისო პაკეტი დაახლოებით 30 ლარამდე ეღირება. მისი ფასი იქნება ის, რაც თელავშია. დაბალი ფასი განპირობებულია იმით, რომ თელავში ადგილობრივი ოპერატორი “ფრინეტი”, პრაქტიკულად, უსასყიდლოდ გვაძლევს ანძაზე ადგილს, ელექტროენერგიას, ლოკაციის ფართსა და ტექნოლოგიურ კონსულტაციას“, – აღნიშნა სეთურმა.
თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტი დააფინანსა ISOC Internet society -ის ევროპულმა ფილიალმა, რომელმაც 40 ათასი დოლარი გამოყო.
პროექტს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია ახორციელებს.