ართანაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სამი ვერტმფრენი ჩაერთვება
როგორც knews.ge-ს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რთული რელიეფის გამო, ამ ეტაპზე ხანძრის კერასთან სპეციალურ სამაშველო მანქანებს მისვლა უჭირთ, რის გამოც სტიქიის ზონაში, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში, სამი ვერტმფრენი ჩაერთვება.
“ამ წუთებში ვერტმფრენები მიდიან კოხტას მთის ფერდობისკენ. მეხანძრე-მაშველები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, მაგრამ ვერ ახერხებენ. ყველა სამსახური მზადყოფნაში, რათა ხანძარი არ გავრცელდეს“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
კოხტას მთის ფერდობზე ცეცხლის კვამლი ადგილობრივმა მოსახლეობამ დილით შენიშნა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი წუხელ, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.