სოფელ მანავში 3 ჰექტარი ტერიტორია იწვის
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს მოედო. ადგილზე მობილიზებულია 20 მეხანძრე–მაშველი, რომლებიც წყლით სავსე ავზებით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას.
“სოფელ მანავში იმყოფება 4 სახანძრო ბრიგადა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს”, – განუცხადეს knews.ge–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მანავში ხანძარი გუშინაც გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 3 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.