ალვანში მცხოვრებმა ლილი მურთაზაშვილმა 50 ბუნებრივი ფერი შექმნა
როგორც knews.ge–ს მურთაზაშვილმა განუცხადა, ის სხვადასხვა მცენარისგან ბუნებრივ საღებავებს ამზადებს.
„მე მივიღე 50 ფერი ფოთლებისგან, ყვავილებისგან, ნაყოფისგან, ხილისგან, თიხისგან. ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ თიხის ღებვაც დავიწყე, რომელიც ჯერ საქართველოში არავის არ გაუკეთებია. დაახლოებით ორ-სამ დღეში თუშეთში ვაპირებ წასვლას, რადგან ულტრაიისფერი სხივები ახლოს არის. როდესაც ბებია ღებავდა, მეტყოდა ხოლმე, რომ თუშეთში კარგად იღებებაო და ვერ ვხვდებოდი. როდესაც ქიმიის შესწავლა დავიწყე, მივხვდი, რომ ულტრაიისფერი სხივები აძლევდა ლამაზ ფერებს“, – განუცხადა knews.ge–ს ლილი მურთაზაშვილმა.
მან სოფელში საწარმო „თუშური ფარდაგიც“ გახსნა, სადაც ფარდაგებს, ხალიჩებს, ჩითებს, წინდებსა და სხვა თუშურს სამოსს ქსოვენ. ფარდაგების ფასი ზომების მიხედვით 250 ლარიდან 10 000 ლარამდე მერყეობს.