თუშეთის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
როგორც knews.ge–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე სპეციალური რეჟიმი ქვის ძლიერი ცვენის გამო დაწესდა. უწყების ცნობით, მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ამ ადგილას ზამთარში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც მდინარე ალაზანი დაახლოებით 300 მეტრზე დააგუბა და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა, რის გამოც თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ერთი თვის დაგვიანებით, 14 ივნისს გაიხსნა.
10 აგვისტოს კი თუშეთისკენ მიმავალი გზის 56–ე კილომეტრზე ლოდი ავტომანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტომობილო დაზიანდა.