2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე მხოლოდ 4 ტონა თაფლი გავიდა
ამის შემდეგ ექსპორტის რაოდენობამ თანდათან იკლო და 2016 წელს საქართველომ ექსპორტზე მხოლოდ 4 ტონა თაფლი გაიტანა. არსებული ინფორმაციით, ეს მონაცემები ძალიან მცირეა.
„ამის მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ქართულმა თაფლმა სულ ახლახან გაიარა ყველა საჭირო პროცედურა და დაშვებულ იქნა ევროპულ ბაზარზე გასაყიდად, რაც სამომავლოდ ექსპორტის ზრდის წინაპირობას იძლევა”, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევის თანახმად, 2014-2016 წლებში საქართველოში თაფლის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და საგრძნობლად გადააჭარბა ამავე პროდუქტის ექსპორტს. აღნიშნულ პერიოდში მთავარი იმპორტიორი იყო უკრაინა, რომელზეც საქართველოში იმპორტირებული თაფლის ჯამური რაოდენობის დაახლოებით 83% მოდიოდა.
„ბოლო 3-წლიან პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული თაფლის რაოდენობა საშუალო წლიურად 29,3 ტონას გაუტოლდა და მისმა საშუალო ღირებულებამ 96,3 ათასი დოლარი შეადგინა“,- აღნიშნულია კვლევაში.