კახეთში ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული საუკეთესო ღვინოები გამოვლინდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსის, დავით ჩიჩუას განცხადებით, საუკეთესო ღვინოებად რქაწითელი, რქაწითელი ვარდისფერი, მამალი რქაწითელი, მცვივანი კახური, მწვანე კახური და მირზაანული დასახელდა.
“ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 16 ნიმუში მეღვინეებმა შემდეგი პარამეტრებით შეფასეს – შეფერილობის ინტენსივობა, ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეშე და ალკოჰოლის შეგრძნება”, – განუცხადა knews.ge-ს დავით ჩიჩუამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა მოიძია და ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გააშენა ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა.
ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენის პარალელურად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერსპექტიული ჯიშებისგან ღვინის დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა