ახალი ამბები

თელავში ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

პროექტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება. როგორც Knews.ge–ს სამინისტროში განუცხადეს, ცენტრის მიზანია რეგიონში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპების გენერირებისა და სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. 
“ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების ქვეყნის ინდუსტრიაში დანერგვის ხელშეწყობისათვის სპეციალურ ხელშემწყობ პროექტები და პროგრამები განახორციელდება. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ექსპორტზე ორიენტირებული IT ინდუსტრიის ფორმირებას, ასევე, ინოვაციური Start-up-ების და ტექნოლოგიური კომპანიების გაჩენის ხელშეწყობას, ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენების ეფექტურობის ზრდას”, – განუცხადეს Knews.ge–ს ეკონომიკის სამინისტროში. 
პროექტის განხორციელების მიზნით ქალაქ თელავის მერიასა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა.