ახალი ამბები

კახეთის 10 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სამუშაოები, ასევე, განხორციელდება 17 მუნიციპალიტეტის 74 სოფელში, საიდანაც 55 სოფელში ჩატარდება გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები, ხოლო 19 სოფელში ბუნებრივი აირის მიწოდებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოები.
„საქართველოს მთავრობამ შეისწავლა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით 74 სოფელში მცხოვრები ოჯახების გაზიფიცირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მლნ ლარი გამოიყოფა. განკარგულების მიხედვით გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება იგეგმება კახეთის რეგიონის შემდეგ სოფლებში: თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ფშაველში, ლალისყურში და ლაფანყურში; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში, შეერთებაში, ქვემო გურგენიანში, ზემო გურგენიანში, ზემო ხიზაში და ხიზაბავრაში, ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში“, – აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.
სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.