ტიბაანში კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
საკვები პროდუქტების ქარხანას კომპანია „კამარა ექსპრესი“ 2017 წლის ბოლოს ააშენებს. 2,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით “აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცა. „კამარა ექსპრესი“ ქარხანაში მინიმუმ 85 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საკევები პროდუქტების ქარხანა წელიწადში 10 ტონა კაკალს გადაამუშავებს.
,,საწარმოში დასაქმდება 15 ადამიანი, ხოლო წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გავა გერმანიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მეწარმეებისგან შეიძენს. პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული’’, – განაცხადეს კომპანიაში.