ახალი ამბები

ნაფარეული-ლაფანყურის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

,,მანქანა შეეჯახა გვერდულზე არსებული ხიდის ჯებირს. შემთხვევის შედეგად, 2 მგზავრი დაშავდა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყავთ”, – განუცხადეს knews.ge-ს უწყებაში.

knews.ge-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

უწყებისვე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.