კახეთში ჰესების მშენებლობა აგვისტოში დაიწყება
ეს არის კასკადი, რომელიც შედგება 2 ჰიდროელექტროსადგურისგან.
პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი განმარტავს, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში ორგანიზაცია მშენებლობის ნებართვის მისაღებად განაცხადს შეიტანს. მისი თქმით, აქამდე კომპანია კასკადის მშენებლობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 30 ჰექტარი მიწის გადმოცემის საკითხს აგვარებდა.
„გვაქვს დიდი იმედი, რომ 15 აგვისტოს სამშენებლო ნებრათვა გვექნება და სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ”-აცხადებს იორდანაშვილი.
მისი განმარტებით, პროექტში 30-35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. სამშენებლო სამუშაოებს 3 წელი დასჭირდება, პროექტის მფლობელი კი სრულად კომპანია „ფერია”. ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება 130 მილიონი კილოვატსაათი იქნება.
ადგილობრივი მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, არსებობს წყლის ხარისხის გაუარესების რისკები.