”გურჯაანის ნაყინმა” ახალი სახეობის ნაყინის წარმოება დაიწყო
როგორც Knews.ge-ს კომპანიის დირექტორმა გურამ ბერიკაშვილმა განუცხადა, მომხმარებელს სეზონზე ეტაპობრივად 15-მდე სახეობის ნაყინს შესთავაზებენ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია აწარმოებს 30–მდე სახეობის ნაყინს.
,,პროდუქციას იტალიიდან ჩამოტანილი უმაღლესი ხარისხის, უახლესი დანადგარებით ვამზადებთ. გასულ თვეს შევიძინეთ ახალი დანადგარი, რომლის მეშვეობითაც ვქმნით დამატებითი სახეობის პროდუქციას. ყველა სახეობის ნაყინი ხელმისაწვდომ ფასში იყიდება”, – განუცხადა Knews.ge-ს გურამ ბერიკაშვილმა.