ლურჯი მოცვი ყატარში ექსპორტზე გავიდა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი ყატარის ჰიპერმარკეტების ქსელთან Lulu, სადაც უკვე მოცვის, ბოსტნეულისა და მწვანილის ექსპორტს ახორციელებს.
,,ყატარის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოს საელჩოს ყატარში პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირებაში დახმარებისთვის მიმართეს. სწორედ ამ მიზნით, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ 100-ზე მეტ კერძო კომპანიას, საქართველოს საელჩოს ყატარში მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ და გააცნეს ის პირობები და მექანიზმები, რომლითაც სახელმწიფო აქტიურად ეხმარება ქართულ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაში. მცირე დროში, მოხერხდა ყატარის მხარესთან რამდენიმე ქართული კომპანიის აქტიური მოლაპარაკებების წამოწყება”,– განაცხადეს ეკონიმიკის სამინისტროში.