თელაველი მიხეილ ბახბახაშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა
ჩემპიონატი ლიტვის ქალაქ კაუნასში კადეტთა შორის ჩატარდა. ბახბახაშვილმა ნახევარფინალურ ეტაპზე რუსი დმტრი პრიდირას ორ წუთში სძლია, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელი გნიაზ მაჰმუდლუ იპონით დაამარცხა.
“ხუთი შეხვედრა ჩავატარე და ყველა მათგანი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარებდა. ხუთივე შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ფინალური შეხვედრა, სადაც მექტოქე იპონით დავამარცხე”, – განუცხადა knews.ge-ს მიხეილ ბახბახაშვილმა.
ქალაქ კაუნასში ევროპის ჩემპიონატი 30 ივნისს დაიწყო.