კახეთში კალიის საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო
უწყების ცნობით, არსებული მონაცემებით, დამუშავებულია 2400 ჰექტარი. იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. წამლობა სამანქანო დანადგარებით მიმდინარეობს. იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს.