დღეიდან უფასო მედიკამენტების პროგრამა დაიწყო
მედიკამენტების ღირებულება, სიმბოლურად, თვეში ერთი ლარით განისაზღვრება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტები: მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, დიაბეტის მე-2 ტიპი, კორონალური სისტემის, ფილტვების ქრონიკული და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში გადაიხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც 1 ლარია.
,,ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა. აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ბენეფიციარის ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობასაც. მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში”,– განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.