მოცვი და ჟოლო ექსპორტზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში გავიდა
,,პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იყიდება. სპარსეთის ყურის ქვეყნებში, წლიურად, 12 ტონა გაყინული ჟოლო და 56 ტონა გაყინული მოცვი გავა”, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ექსპერტები ამბობენ რომ კენკროვანი კულტურების დარგს განვითარების პერსპექტივა აქვს.
,,ადგილობრივ ბაზარზე კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა ბევრად აღემატება მიღებულ მოსავალს, შესაბამისად, ფერმერებს საშუალება აქვთ, გააფართოონ საკუთარი მეურნეობა და გაზარდონ წარმოება”, – განუცხადა knews.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელმა, ივანე ბასილაშვილმა.