სოფელ გომბორში მეწყერი ჩამოწვა
შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც knews.ge–ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა. საავტომობილო გზაზე ერთი ორი ნახშირის ფრაგმენტი ეგდო. საავტომობილო მოძრაობის შეფერხება არ ყოფილა. დაახლოებით 15 წუთში გზა იყო გაწმენდილი. მოსახლეობა არ დაზარალებულა“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი გზირიშვილმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში არამდგრადი ამინდი დღესაც შენარჩუნდება. სინპოტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, საღამოსა და ღამის საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგიერთ რაიონში სეტყვა და ძლიერი ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერებაა მოსალოდნელი.
,,30 ივნისიდან გამოდარებას ველით, პირველი ივლისიდან კი ქვეყნის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 36-37 გრადუსამდე მოიმატებს”, – განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.