გურჯაანში გენდერული თანასწორობის საბჭო საჯარო შეხვედრას გამართავს (R)
საჯარო შეხვედრების მიზანია, მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება ევროპის საბჭოს კონვენციაზე (სტამბოლის კონვენცია), რომელიც “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობი სპრევენციის ადააღკვეთის შესახებ” საკითხებს ეხება.
საჯარო შეხვედრას დაესწრებიან გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დეპუტატები: ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე და გუგული მაღრაძე. ისინი მიმოიხილავენ გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას და საზოგადოებას გააცნობენ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს.
გენდერული საბჭოსწ ევრების გარდა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებიც, რომლებიც მოსახლეობას მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ. საჯარო შეხვედრას ასევე დაესწრება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელიც, რომელიც მოსახლეობას ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისებს გააცნობს.
შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დასვას კითხვები და დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.
აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.