თუშეთში მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
როგორც knews.ge–ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განუცხადა, ხიდზე გადაადგილება სატვირთო ავტომობილების გარდა, მაღალი გამავლობის ყველა ავტომანქანას შეუძლია.
„ხიდზე ჯიპების გარდა, ნებისმიერი სახის მაღალი გამავლობის მანქანა გადადის. ხიდის შესაკეთებლად სპეციალურ გეგმაზე ვმუშაობთ. სპეციალური კომისია შეისწავლის მდგომარეობას და მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება რა ღონისძიებები განხორციელდეს, რათა ხიდზე გადასვლა მაღალი გამავლობის ნებისმიერ ავტომობილს შეეძლოს“, – განუცხადა knews.ge–ს ბექა ბაიდაურმა.
შეგახსენებთ, რომ გზის დაზიანების გამო მიმდინარე სეზონზე თუშეთში გადააადგილება ამ დრომდე შეზღუდული იყო.