ვეტერინარული პრეპარატების შეძენაზე რეცეპტის გამოწერა იქნება აუცილებელი
პროექტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის წევრი ოთარ დანელიაა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ვეტერინარი ექიმის მიერ მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ანტიბიოტიკების გამოყენება, როგორც სამკურნალო საშუალება, ასევე მათი ნარჩენების რაოდენობა ცხოველის საკვებში, საკვებდანამატებსა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში.
„დღეისათვის ვეტერინარს არ აქვს რეცეპტის გამოწერის უფლება, რაც ხელისშემშლელ პირობას წარმოადგენს არა მხოლოდ ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო ვაჭრობაში. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ემსახურება ვეტერინარიის რეგულირებად საქმიანობად განსაზღვრას და ვეტერინარიის 5 წლიან ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე (მინიმუმ 300 კრედიტიანი) გადასვლას. აღსანიშნავია, რომ ვეტერინარიის პროგრამის რეგულირების სფეროში მოქცევის შემდეგ, აღარ იარსებებს ვეტერინარიის 240 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამა“, –აღნიშნული კანონპროექტის განმარტებით ბარათში.