ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან შავი ზღვის თევზი გავა
,,შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან ევროკომისიისთვის აღიარებული ბიზნესოპერატორების სიის წარდგენას, რის შემდეგაც აღნიშნული ბიზნესოპერატორები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას”, – აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.
მისივე განცხადებით, შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებული თევზი მე-3 ცხოველური წამოშობის პროდუქტია (მატყლისა და თაფლის შემდეგ), რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება.
,,ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები თევზისგან, ძირითადად ქაფშიასგან, თევზის ფქვილსა და თევზის ზეთს აწარმოებენ, ადგილობრივი ბაზრისთვის კი მცირე რაოდენობით ადამიანების საკვებად განკუთვნილი თევზის ცოცხალი სახით რეალიზაციასაც ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ქართულ თევზის ფქვილი პროტეინების მაღალი პროცენტული შემცველობით გამოირჩევა”, – განმარტავს მინისტრი.