საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება
ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდამავალ დებულებებში ჩაიწერა, რომ საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის 73 წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს მაინც.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ძირითად ნაწილში ასახულია საპარლამენტო არჩევნების სრული პროპორციული სისტემით ჩატარება, რომელიც 2024 წლისთვის ამოქმედდება.