კაჭრეთში 3 დღიანი საცხენოსნო ტურნირი დაიწყო
მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი “ვითიბი ბანკის” თასზე – VTB CUP, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე იმართება.
ტურნირის ორგანიზატორების ინფორმაციით, შეჯიბრის მონაწილეებს წინაღობების გადალახვა მოუწევთ. ტურნირის გენერალური სპონსორია “ვითიბი ბანკი”.
,,ტურნირის ორი ეტაპი 23 და 24 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალური ეტაპი 25 ივნისს ჩატარდება. მასში მონაწილეობას იღებენ მხედრები: საქართველოდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან. დასწრება თავისუფალია. ტურნირი უკვე მეოთხე წელია იმართება და ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბური ხდება. წელს პირველად ტურნირი არა თბილისის იპოდრომზე არამედ კაჭრეთში იმართება. მოხარულები ვართ, რომ ხელს უწყობთ ამ ულამაზესი სპორტის განვითარებას და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას”, – განაცხადა “ვითიბი ბანკის” ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.
ტურნირი საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.