ახალი ამბები

“ლოპოტას” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დროებით შეჩერდა

მემორანდუმი ითვალისწინებდა, თელავის მუნიციპალიტეტ სოფელ ლაფანყურში 10 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შპს „ართანა ლოპოტამ” დაარღვია მემორანდუმი, რის გამოც მასთან შეთანხმება გაუქმდა.
უწყების ცნობით, მთავრობასა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის დაირღვა ჰიდროელექტროსადგურ „ლოპოტას“ შესახებ 2014 წლის 17 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის დადგენილი ვადიები, რის გამოც ეს მემორანდუმიც გაუქმებულია. 
კომპანიაში აცხადებენ, რომ მემორანდუმი შეჩერებულია, რადგან მასში ცვლილებების შეტანა იგეგმება. მათივე ინფორმაციით, ჰესის სიმძლავრე 10 მეგავატზე ნაკლები იქნება. რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და რატომ შემცირდა ჰესის სიმძლავრე, კომპანიაში დეტალებზე არ საუბრობენ.