1 აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმის ნორმა განისაზღვრება
როგორც knews.ge–ს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა განუცხადა, აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, სურსათის რეალიზაცია შეწყვიტოს და გაანადგუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება 1000 ლარით.
,,ახალი რეგულაციის მიხედვით, სურსათში ტრანსცხიმის შემცველობა 100 გრამ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 02 გრამს, ხოლო ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი ტრანსცხიმს არ უნდა შეიცავდეს.
თუ ბიზნესოპერატორმა სურსათი აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა აღმოაჩინა, ის ვალდებულია, პროდუქცია ამოიღოს რეალიზაციიდან და გაანადგუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება 1000 ლარით.
ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის მიზნით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევისთვის 136 ნიმუშს აიღებს.
ტრანსცხიმი არის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც წარმოიქმნება საწარმოო პროცესში ცხიმების ნაწილობრივი ჰიდროგენიზაციის დროს. ხშირად მას იყენებენ რძის შემცველ პროდუქტებში, მაგალითად, მარგარინში, სპრედში, ნაყინში, საკონდიტრო ნაწარმში, სწრაფი კვების პროდუქტებში და სხვა”, – განუცხადა knews.ge–ს ზურაბ ჩეკურაშვილმა.