ახალი ამბები

საგარეჯოში სასტუმრო Rooms 2019 წელს გაიხსნება

სოფელ სათაფლეში სასტუმროს „აჭარა ჯგუფის“ შვილობილი შპს “სითი ლოფტი” ააშენებს. როგორც Knews.ge–ს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ოთო ბერიშვილმა განუცხადა, სასტუმროში კაკლისა და ნუშის მრავალწლიან ნარგავები, ხელოვნური ტბორი და საოჯახო ტიპის გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი მოეწყობა. 
ამ ეტაპზე კომპანიას სამშენებლო სამუშაოები არ დაუწყია. 
,,სასტუმრო კომპლექსი მჭიდრო კავშირში იქნება აგროტურიზმის თემატიკასთან. სასტუმროს ტეტიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი”, – განუცხადა knews.ge–ს ბერიშვილმა. 
მისივე ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კომპანია 7 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.