მიწასთან დაკავშირებული კანონის მისაღებად 100 ხმა იქნება საჭირო
ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი შევა საქართველოს კონსტიტუციაში, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტშია ასახული.
კერძოდ, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამისი ორგანული კანონი პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით მიიღება.
დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ორგანულ კანონებს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 76 ხმით იღებს.