თელავის თეატრის წინ მონიტორი დაამონტაჟეს
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.
“პროექტის ფარგლებში განხორციელდა თეატრის ფასადის რეკონსტრუქცია, მოეწყო გათბობა-გაგრილების სისტემა, ჩატარდა კორიდორებისა და საგრიმიოროების სარეაბილიტაციო სამუშაოები და თეატრის წინ სარეკლამო რგოლებისათვის დამონტაჟდა მონიტორი”, – განუცხადა knews.ge-ს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თეატრს საჩუქრად გადასცა ვაჟა-ფშაველას ბიუსტი, რომელიც ფოიეში განთავსდა.