ახმეტაში ფიგურულ სლალომში კახეთის თასის გათამაშება გაიმართება
ფიგურული სლალომი წრიული რბოლასა და სამ კლასში (წინა, უკანა და კვადრო) ასპარეზობას გულისხმობს.
„შეჯიბრი სამოყვარულო დონისაა, ამიტომ სამივე კლასში (წინა,უკანა და კვადრო) დაიშვება მხოლოდ ავტომობილი, რომელიც მაქსიმალურად აკმაყოფილებს ქარხნულ სტანდარტებს. ავტომობილი, რომელიც იქნება დადუგული, დაშლილ მდგომარეობაში(მოხსნილი სავარძლები,მოხსნილი ბამპერები,ფარები და ა.შ), ექნება გაზრდილი მოხვევის კუთხე, ჰიდრო მუხრუჭი და სხვა მსგავსი დამატებითი სპორტული დეტალი, შეჯიბრზე არ დაიშვება. ასევე არ დაიშვება ავტომობილი, რომელსაც ეყენება სლიკი ან ნახევრად სლიკის ტიპის საბურავი.
რაც შეეხება პროფესიონალთა კლასს, იმ შემთხვევაში თუ ამ კლასში იქნება რვაზე მეტი მსურველი, შეჯიბრს დაემატება აღნიშნული კატეგორია. შეჯიბრში სამივე კლასში გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები და სიგელები.ასევე: პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს 50 ლიტრი ბენზინი. მეორე ადგილზე გასული მონაწილეებს გერმანული ზეთების ოფიციალური დისტრიბუტორი შ.პ.ს “პრიმა სერვის +” გადასცემს 100 ლარიან ვაუჩერს, რომლითაც გამარჯვებული მონაწილე შეიძენს მისთვის სასურველ ზეთს. მესამე ადგილის მფლობელები დაჯილდოვდებიან ავტო კოსმეტიკის ნაკრებით“, – განუცხადეს knews.ge–ს Dappers Club Georgia-ში.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ჩატარდება დრიფტ შოუ.რეგისტრაცია, რომლის ღირებულება 30 ლარია, დაიწყება15 ივნისს და დასრულდება 25 ივნისს. 25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით რეგისტრაციის ღირებულება იქნება 40 ლარი და შეჯიბრის დღეს მის დაწყებამდე – 50 ლარი.