სტატიები

თელავის უნივერსიტეტის სტუდენტი მაყვლის ღვინის წარმოებას გეგმავს

“მაყვალზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მაყვალი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. მაყვალს დიდი რაოდენობით იბარებენ რესტორნები და მისგან ამზადებენ წვენებს, მურაბებს, საწებელს. წელს ვაპირებ მაყვლის ღვინის წარმოებას. ის სასარგებლოა. მაყვლის ღერო და ფოთლები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს სამკურნალო ნივთიერებებს. მაყვლის ღვინო ყურძნის ღვინისგან არ განსხვავდება. მაყვალი გამორჩეულია თავისი არომატულობით. მაყვალი გამოირჩევა შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა (15%), რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მისგან დავამზადოთ კენკროვანი ღვინო”, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი ლაცაბიძე. 
24 წლის მეწამე პროდუქციის რეალიზაციას ევროკავშირის ბაზარზე გეგმავს. გიორგი ლაცაბიძე ამბობს, რომ მაყვლის ღვინოზე მოთხოვნა ევროპის ბევრ ქვეყანაშია. 
“მაყვლის ღვინო ევროპაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად პრდუქციის გატანას ევროპის ბაზარზე ვგეგმევთ. ექსპორტზე იმიტომ კი არ გაგვაქვს, რომ საქართველოში არაა მოთხოვნა. არამედ იმიტომ, რომ იქ გაცილებით ძვირი ღირს. მე, როგორც ფერმერი, ბუნებრივია, დაინტერესებული ვარ, რაც შეიძლება მეტი მოგება მივიღო საკუთარი ბიზნესისგან. მე ვქფირობ, რომ ეს იქნება უცხო პროდუქტი საქართველოს მეღვინეობის დარგისთვის. პირველ ეტაპზე მცირე რაოდენობის მაყვლის ღვინოს დავამზადებ სხვადსხვა მეთოდისა და ტექნოლოიის გამოყენებით და თუ სასურველ შედეგს მივაღწევ, მაშინ წარმოებასაც გავზრდი”, – აღნიშნავს ახალგაზრდა მეწარმე.
გიორგი ლაცაბიძე „სამმაგი გვირგვინის“ ჯიშის უაკლო მაყვალი და სანანდრეასის ჯიშის მარწყვი 2012 წლიდან მოჰყავს. მეწარმე ვარაუდობს, რომ 10 ტონა მაყვლისა და ესპანური ჯიშის 15 ტონა მარწყვის მოსავალს აიღებს. 
„თავდაპირველად, იდეა დედაჩემს გაუჩნდა და შემდეგ, ამ ბიზნესში ფული მე ჩავდე. პლანტაცია 2015 წლის თებერვალში გავაშენეთ და წელიწადსა და 6 თვეში უკვე პირველი მოსავალი მივიღეთ. ამ მაყვლის ნაყოფს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა და მოთხოვნაც გაიზარდა. თავად მირეკავდნენ კლიენტები, რომლებსაც საზღვარგარეთ უნდოდათ მაყვლის გატანა. დამიკავშირდნენ მოსკოვიდანაც და სურდათ კვირაში 10 ტონა მაყვლის შეტანა. ჯერჯერობით, ასეთ შემოთავაზებებზე უარის თქმა გვიწევს, რადგან ამ რაოდენობის მოსავალს ჯერ არ ისხამს“, – აღნიშნავს ლაცაბიძე knews.ge–სთან საუბრისას. 
გიორგის უეკლო მაყვალისა და ესპანური ჯიშის მარწყვის პლანტაციები თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ნახევარ ჰექტარზე 1500 ძირი მაყვალი აქვს გაშენებული. მეწარმის ინფორმაციით, გიგანტური უეკლო მაყვალი დაახლოებით 20 გრამს იწონის. ამ ეტაპზე გიორგი მაყვალს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. 1 კილოგრამის მაყვლის ღირებულება 4 ლარია. 
„გიგანტური უეკლო მაყვალი ველურ მაყვალზე ადრე შემოდის. მოსავლის აღება ივნისში იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ამ ჯიშის მაყვლის ერთი მარცვლის საშუალო წონა 15–20 გრამია“, – ამბობს გიორგი.
ლაცაბიძეს მაყვლისა და მარწყვის სანერგე მეურნეობაც აქვს. ერთი ნერგის ფასი 2–დან 5 ლარამდე მერყეობს. მეწარმის ინფორმაციით, ევროკავშირისა და რუსეთის ბაზარზე მაყვალზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ გიორგი მაყვლის ბაღების გაფართოებასა და წარმოების გაზრდას გეგმავს.