გურჯაანის ნაყინი წარმოების ახალ საფეხურზე გადადის
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გურამ ბერიკაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, საწარმო აღიჭურვა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გაცემული სესხით, რაც “ევროკავშირი ბიზნესისთვის” (EU4Business) და EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილს წარმოადგენს.
,,ეს მნიშნელოვნად დაეხმარება კომპანიას გაფართოვდეს და გაზარდოს წარმოება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს მეტად მიუწვდებოდეთ ხელი დაფინანსებაზე და განახორციელონ ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიაში”, – განუცხადა knews.ge–ს ბერიკაშვილმა.
კომპანიაში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან წამოსულ ინიციატივებს, თუ რისი განხორციელება სურდათ საკუთარ ქალაქში. ჩვენ, ასევე, გვინდა, რომ გავაგრძელოთ სოფლისა და სოფლის მეუნეობის კუთხით რეგიონში არსებული პროექტების მხარდაჭერა“, – განუცხადა knews.ge–ს იანოშ ჰერმანმა.