ახალი ამბები

სოფელ ვაქირში ახალგაზრდული სახლის გახსნა იგეგმება

„პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში არსებულ რამოდენიმე ოთახს, აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკით და საოფისე ინვენტარით. აღნიშნულ სივრცეში თავმოყრის საშუალება ექნება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც იზრუნებენ როგორც თვითგანვითარებისთვის, ასევე, მუნიციპალიტეტში სასიკეთო პროექტების განხორციელებისთვის. ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ სოფლებში მიმდინარე პროცესებში, გამოთქვან თავიანთი აზრი და სასიკეთოდ შეცვალონ სოფლის მომავალი.სარემონტო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება“, – განუცხადა knews.ge–ს დავით ჯანიკაშვილმა.