სიღნაღში ქართული პროდუქციის ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“ გაიმართა
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ფესტივალის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების ღვინის, ლუდის, ყველის, ხილის, ჩირის და სხვა ინოვაციური სახის პროდუქტების შეთავაზება, როგორც ღონისძიებაზე დამსწრე უცხოელი ტურისტებისათვის, ასევე ადგილობრივი მომხმარებლისათვის.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა კომპანიებმა – „თელიანი ველი“, „ქინძმარაული“, „შატო მუხრანი“ „დუგლაძეების მარანი“, „ბადაგი“, თხილი „ქალაქური“, ყავა „ჩერი“, „თოლია“, „საირმე“ და ოცამდე ადგილობრივი ყველის, თაფლისა და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლებმა.
წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სიღნაღის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, მოძრაობა KAR.GE. ფესტივალის სპონსორია – „ნატახტარი“. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურის სფეროში, ღონისძიებების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია „არტიარდ კო“.