საგარეჯოში წარმოებული ცქრიალა ღვინო ევროკავშირის ბაზარზე გავიდა
პროდუქცია საფრანგეთსა და დანიაში უკვე იყიდება. როგორც knews.ge–ს ჟულიენმა განუცხადა, ცქრიალა ღვინის გატანა ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება.
“თბილისის გარდა, ღვინო საქართველოს ფარგლებს გარეთაც იყიდება. ცქრიალა ღვინო იაპონიაში, დანიასა და საფრანგეთში გადის გასაყიდად. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც“, – განუცხადა knews.ge–ს ვინსენეტ ჟულიენმა.
ვინსენტმა კახეთში ცქრიალა ღვინის წარმოება 2009 წელს დაიწყო. მეღვინე სხავასხვა ჯიშის 4 ტონა ყურძენს შიდა ქართლსა და საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ყიდულობს. ვინსენტი ყურძენს საწნახელში ფეხით წურავს და შემდეგ კი წვენს ქვევრში ასხამს. ჟულიენის განმარტებით, ღვინის დუღილის პროცესი სპეციალურად განკუთვნილ ბოთლებში მიმდინარეობს. მეღვინე ყოველწლიურად 4000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ერთი ბოთლის ღირებულება 37 ლარია.