ახმეტაში მეაბრეშუმეობის მიმართულებით პროექტის განხორციელება იგეგმება
,,ამ დარგისთვის ყველაზე მთავარი თუთის ფოთლის სიმრავლე და მისი ხარისხია. კახეთში კი, ყველაზე კარგად არის შენარჩუნებული და შენახული თუთის პლანტაციები. ქართული აბრეშუმის ნაწარმი ძალიან მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანია. ჭიის პარკის სახეობა, კლიმატური პირობები და თუთის ჯიშები აბრეშუმის წარმოებისათვის ერთობლივად ქმნის შესანიშნავ მასალას. მინდა ავღნიშნო, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობს კომისია, რომლის წევრი მეც გახლავართ და ვფქრობთ, რომ მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის განვახორციელოთ 2 პროექტი, აღმოსავლეთსა და დასავლეთში. აღმოსავლეთში ვფიქრობთ, რომ სწორე ახმეტის მუნიციპალიტეტში განვახორციელოთ პროექტი, რადგან კოოპერატივი ,,აბრეშუმხვევია” რაიონში აქტიურად მუშაობს. გვაქვს მეაბრეშუმეობის განვითარების როგორც მცირე, ასევე, საინვესტიციო პროგრამები,“ – აღნიშნავს ბარამიძე.
ექსპერტების შეფასებით, ახმეტაში ნაწარმოები ქართული აბრეშუმი შესაძლოა, ექსპორტზეც გავიდეს.
ნარგიზ ბარამიძე – მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა მეაბრეშუმეობის მიმართულებით