ავარიის შედეგად ბაკურციხეში მიკროავტობუსი ამობრუნდა
ადგილობრივების ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავი “ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომობილი შეეჯახა მიკროავტობუსს, რომლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.
ავტოავარიის შედეგად მძღოლებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.