თელავში მეფუტკრე ქალი თაფლს თიხის ქოთნებში აწარმოებს
31 წლის სოფო ფოთოლაშვილი თელავის რაიონის სოფელ სანიორეში ნატურალურ თაფლს თიხის ქოთნებში აწარმოებს.
სოფო ამბობს, რომ თიხის ქოთნებში წარმოებული თაფლი „ჩემი ეზოს სიმდიდრე“ გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და დიდი ხნის განმავლობაში ინახება.
ახალგაზრდა მეწარმე მეფუტკრეობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 5 წლის წინ World Vision -ის კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მეფტკრეობის ხელშეწყობის პროექტში ჩაერთო. ფოთოლაშვილს ამჟამად 7 სკა ფუტკარი ჰყავს.
„2012 წელს World Vision–მა მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამა გამოაცხადა. ამ პროგრამის შესახებ შემთხვევით გავიგე, განაცხადი შევავსე და შემდეგ ტრენინგები გავიარე. ტრენინგებზე გვასწავლეს ფუტკრის გამრავლება მოვლა და ამავე დროს გვითხრეს, რომ პროდუქცია უნდა ყოფილიყო გამორჩეული, უცხო და უნიკალური, რათა ის მოთხოვნადი იყოს. გადავიწყვიტე, თაფლი თიხის ქოთნებში მეწარმოებინა, მაგრამ მითხრეს რომ თიხასი თაფლი გაიჟონებაო, ამიტომ შიგნით ცვილი ჩავასხი. ცვილი თაფლს არ ატარებს. ქოთნების დამზადება ნაფარეულის კერამიკის სახელოსნოში ვისწავლე. სადაც თიხის იქ ვისწავლე. თიხაში თაფლს განსაკუთრებული გემო აქვს და დიდი ხნის განმავლობაში ინახება. გარდა ამისა, ჩემი ხელით ვწნავ ფუჩეჩს, რითიც ქოთნების ძირს ვაფორმებ, რათა ვიზუალური თვალსაზრისით ორიგინალური იყოს. თაფლის სახელწოდებაც მიმზიდველია და „ჩემი ეზოს სიმდიდრე“ ჰქვია. ამჟამად 7 სკა ფუტკარი მყავს. თავიდან World Vision–მა 5 სკა ფუტკარი მაჩუქა. წლების განმავლობაში ფუტკარი გავამრავლე და 16 ოჯახი მყავდა, მაგრამ 9 სკა დამეხოცა“, – განუცხადა Knews.ge–ს სოფო ფოთოლაშვილმა.
ახალგაზრდა მეფუტკრე ამბობს, რომ თაფლის მცირე რაოდენობის წარმოების გამო პროდუქციას ძირითადად გოფენებზე ყიდის. მისივე ინფორმაციით, 1 ქილა თაფლის ღირებულება 20 ლარია.
„ამჟამად თაფლის დიდ რაოდენობას არ ვაწარმოებ. წელიწადში დაახლოებით 70 კილოგრამ თაფლს ვიღებ. ერთ წელს 300 კილოგრამიც კი ავიღე. თაფლს ძირითადად გამოფენებზე ტურისტები ყიდულობენ. მათ თაფლი თიხის ქოთნებში ძალიან მოსწონთ. წინა წლებში 500 გრამიან თიხის ქოთანს 15 ლარად ვყიდდი, მაგრამ ამჟამად 20 ლარად ვყიდი, რადგან ჩვენი თაფლი ნატურალურია და ამავე დროს წარმოებაში შაქარს არ ვიყენებთ“, – აღნიშნავს სოფო ფოთოლაშვილი.
სოფო ფუტკრის პროდუქტებით სანთელსა და დინდგელსაც აწარმოებს. ახალგაზრდა მეწარმე კეკნკროვანი ხილისგან მურაბებსაც ამზადებს.
„წელს მარწყვისგან, ალუბლისგან, ბალისგან დავიწყე მურაბების დამზადება. ასევე ვაპირებ რომ მურაბა გარგარისგანაც ვაწარმოო. მურაბებსაც ძირითადად გამოფენებზე ვყიდი. გარდა ამისა, ვაწარმოებ სანთელს და დინდგელს. ამავე დროს მივდვეთ მეღვინეობას და ყურძნისგან ვამზადებთ ბადაგს“, – ამბობს ფოთოლაშვილი.
მეფუტკრე გეგმავს, ჩამოაყალიბოს აგროტურისტული ცენტრი, რომელიც გააერთიანებს კახურ მარანს, ღვინის სადეგუსტაციო ოთახს და სხვა მცირე მეურნეობებს.