საგარეჯოში 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს.
ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. გიორგი მღებრიშვილი ძიუდოში საქართველოს კადეტთა ნაკრების წევრი იყო.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.