CNN – კახეთი ღვინის დიდებული რეგიონია
CNN წერს, რომ საქართველო მსოფლიოში ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი რეგიონია.
„საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ცნობილია არა მხოლოდ ატმით, არამედ ყურძნის მრავალფეროვნებითაც. საქართველო, ქვეყანა და არა შტატი, მსოფლიოში ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი რეგიონია. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ღვინის დამზადების მტკიცებულება, რომელიც ჩვენს ერამდე 6 000 წლით თარიღდება. კახეთი საქართველოს ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონია. ღვინის კასრებში ან ფოლადის კონტეინერებში დამზადების ნაცვლად, ქართული ყურძენი თიხის ჭურჭელში, ქვევრში დუღს. შედეგად მიღებული ტკბილი გემო სასიამოვნოა და განსხვავებულია დასავლური ღვინის ჩვეული გემოსგან“ – წერს CNN.