მაკა ჩიჩუა წნორში შშმ ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრა
პროექტი, რომელიც პირველი ლედის პატრონაჟითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა მშობლების გაძლიერებასა და მხარდაჭერას.
„განვაგრძობთ შეხვედრებს დედების თემთან, ისინი ძალიან გააქტიურებულები არიან. თუ ადრე სახლში მალავდნენ ბავშვებს და ცდილობდნენ გაერიდებინათ ისინი საზოგადოებისგან, ახლა პირიქით ხდება, ყველას უნდა ამ ბავშვების ინტეგრაცია. რეალურად გამოჩნდა, რომ მათი ინტეგრაციის და სოციალიზაცის შედეგია, რომ ბავშვები არიან ხალისიანები, უკეთ ვითარდებიან და აქვთ ძალიან დიდი შედეგი“, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
ორგანიზაციის ,,მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ინიციატივა“ წარმომადგენლის, თამთა კუსრაშვილის განცხადებით, ღონისძიებაში კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები მონაწილეობდნენ.
,,ჩვენმა ორგანიზაციამ „საქართველო და ინტეგრაცია“ გაუწევს ორგანიზებას წნორში ამ შეხვედრას. ეს იქნება რეგიონის მაშტაბით, ჩვენ დავუკავშირდით მუნიციპალიტეტებს და ველოდებით მათ აქტიურობას და მშობლებს რეგიონებიდან”, – განუცხადა knews.ge-ს თამთა კუსრაშვილმა.