მიწისძვრის შედეგად სიღნაღში საცხოვრებელ სახლს ბზარი გაუჩნდა
ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი. როგორც knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, მიწისძვრას რაიონში ნგრევა და მსვერპლი არ მოჰყოლია. ინფორმაციით, ბიძგებს სხვა შენობები არ დაუზიანებია. საქართველოში მიწისძვრა 7 ივნისს, 22:25 საათზე, დაფიქსირდა და რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან დასავლეთით 25კმ-ში, სოფელ გამარჯვებიდან 18კმ-ში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,6 მაგნიტუდა შეადგინა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრასთან დაკავშირებით დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის არავის მიუმართავს.