კახეთში მიწისძვრას მსხვერპლი არ მოყოლია
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღის სამხრეთ-დასავლეთით სოფელ ქვემო მაღაროში დაფიქსირდა.
ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.